საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი დაიკითხა. ბრალდების თქმით, ოთარ ქვლივიძემ დაადასტურა, რომ გაწეული ხარჯები უსაფრთხოების ღონისძიების ამაღლებაში არ შედიოდა.

განსხვავებულია დაცვის მხარის პოზიცია. ბექა ბასილიას თქმით, მოწმემ ისაუბრა, რომ ხარჯების გაწევა კომფორტული არ იყო დაცვის სამსახურისთვის, რადგან ამ ხარჯებს მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფარავდა.

შეგახსენებთ, ამავე ბრალდების ფარგლებში გამოყოფილ საქმეზე, ოთარ ქვლივიძე 2019 წლის პირველ მარტს პასუხისგებაში მიეცა.