ვახტანგ გომელაურის ანგარიში ნდობის ჯგუფს

უკრაინის ომი, საქართველოს საზღვრებზე არსებული ვითარება, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გაზსადენი და საიდუმლო შესყიდვები – ამ საკითხებზე ისაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში, ნდობის ჯგუფის ფორმატში. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა საათნახევარი მიმდინარეობდა. ოპოზიციიდან სხდომას მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თემურ ჯანაშია ესწრებოდა.