საბანკო სესხები კიდევ სამი თვით გადავადდება - ვინ შეძლებს შეღავათებით სარგებლობას და რა პროცედურები უნდა გაიარონ მოქალაქეებმა
ინფორმაცია, რომელიც მოქალაქეთა უმეტესობას აინტერესებს.
იწყება სესხების გადავადების მეორე ეტაპი. ეს ნიშნავს, რომ პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ ან შემოსავალშემცირებულ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, კრედიტები კიდევ სამი თვით, ანუ სექტემბრამდე გადაავადონ. ბანკების გარდა სესხების რესტრუქტურიზაციის პროცესში ერთვებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც, რომლებიც მსესხებლებს გარკვეულ შეღავათებს შესთავაზებენ.
მარიამ ბერძენიშვილი გეტყვით, რა პირობების დაკმაყოფილებაა საჭირო შეღავათებით სარგებლობისთვის.