უძრავ ქონებაზე ფასები იზრდება

გაუმჯობესებული მაჩვენებლები სამშენებლო სექტორში.

პანდემიის დროს განსაკუთრებულად დაზარალებული სფერო რყევების შემდეგ ძველ პოზიციებს იბრუნებს. ბინებზე მოთხოვნა მკვეთრად გაზრდილია, რაც ფასების მატებაზეც აისახება. მომატებულია ქირის ღირებულებაც, რაც მიგრაციას უკავშირდება. უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის ტენდენცია შეინიშნება სხვა ქალაქებსა და რეგიონებშიც, განსაკუთრებით საკურორტო ზონებში.