პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ თავმჯდომარემ, ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად კახა ნადირაძე წარადგინა. ბექა ნაცვლიშვილის თქმით, ნადირაძე ისნის რაიონის მკვიდრია და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს კარგად იცნობს. ამასთან, იგი წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და განათლების სამინისტროებში მუშაობდა. პარტიის ლიდერმა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოში ნადირაძე ადგილობრივი მოსახლეობის ღირსეული წარმომადგენელი იქნება.