ევროპარლამენტარების გზავნილები

ევროკავშირის ორი უშედეგო მედიაციის მიუხედავად, საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარება კვლავ ევროპარლამენტარების დღის წესრიგში რჩება.

ბრიუსელიდან ხელისუფლება და ოპოზიცია ახალ გზავნილებს იღებენ. ევროპარლამენტარები ორივე მხარეს კომპრომისული შეთანხმებისკენ, ვალდებულებების აღებისა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ და იმ საფრთხეებზე მიუთითებენ, რაც კრიზისის გაგრძელებას ევროინტეგრაციის გზაზე შესაძლოა მოჰყვეს. ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც წინა კვირას თბილისში პოლიტიკურ ლიდერებს ხვდებოდა, იმედგაცრუებას ვერ მალავს და ამბობს, რომ, თუ ოპოზიცია პარლამენტს გარეთ დარჩება და რევოლუციის გზით სიარულს გადაწყვეტს, დიალოგი არ იქნება და დანიელსონის დოკუმენტში მოცემული რეკომენდაციებიც ვერ შესრულდება.

დატოვე კომენტარი