კანონმდებლობა ციფრული პლატფორმების მუშაკებისთვის

ციფრული პლატფორმების მუშაკებისთვის უნდა შეიქმნას სპეციალური კანონმდებლობა, რომლის ფარგლებშიც ამ ტიპის შრომითი ურთიერთობები დარეგულირდება – ამის შესახებ დღეს „სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელმა, ბექა ნაცვლიშვილმა ჩატარებული კვლევის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც მან განმარტა ციფრული შრომის პლატფორმების კვლევის შედეგად გამოვლინდა რომ კვლევაში მონაწილე ექვსი კომპანიიდან ვერც ერთი აკმაყოფილებს სრულფასოვნად სამართლიანი შრომის პრინციპებს. ხუთი პრინციპის მიხედვით გამოკვლეულ კომპანიებს შორის მოხვდნენ: „გლოვო“, „ვოლტი“, „ვოლტ ფუდი“, „ბოლტი“, „იანდექსი“ და „მაქსიმი“. ასევე პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ კონკრეტული რეკომენდაციები მიემართება როგორც მთავრობას, ისე ციფრულ პლატფორმებს.