მოლაპარაკებების და შეთანხმების პერსპექტივა 

ყოფილი პრემიერის გუნდის მთავარი გზავნილი რადიკალიზმის და ბოლო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასრულებაა.

შეთანხმების უალტერნატივობაზე საუბრობენ ხელისუფლების და ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის ლიდერებიც, თუმცა ფაქტია, რომ კომპრომისისკენ ნაბიჯები არ იდგმება. დღეს ცნობილი ხდება, რომ საქართველოს საკითხზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 19 აპრილს არაფორმალურ ვიდეო კონფერენციაზე იმსჯელებენ. მანამდე კი დასავლელი პარტნიორების მთავარ გზავნილად დიალოგის გაგრძელება და კრიზისის კომპრომისის გზით გადაჭრა რჩება.

ევროკავშირის მედიატორობით მესამე რაუნდის მოლოდინში ოპოზიცია 15 მაისის აქციისთვის აქტიურ მზადებას იწყებს.