მოლაპარაკებების პერსპექტივა - მანდატების შეწყვეტის მოთხოვნა 

გაიმართება თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის მესამე რაუნდი, ისევ უცნობია.

მხარეები ევროკავშირის მედიაციით მოლაპარაკების გამართვისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ, თუმცა პოზიციები კვლავ უცვლელია და დათმობაზე წასვლას ამ ეტაპზე არც ერთი მხარე არ გეგმავს. ასევე ოპოზიციის ნაწილი აპირებს პარლამენტს მანდატების შეწყვეტის თაობაზე ხელახლა მიმართოს. რამდენიმე წუთის წინ ამერიკის რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა სოციოლოგიური კვლევა გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ გამოკითხულთა 60 პროცენტი მხარს არ უჭერს პარლამენტის საქმიანობის ბოიკოტს. კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აი ფი ემის“ მიერ.   მონაცემები შეგროვდა შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს.  ცდომილების ზღვარი – +/- 2.5 %.