საახალწლო კონცერტები რეგიონებში

დღეს ხარაგაული მთავარ საახალწლო ღონისძიებას მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც, ხარაგაულის  საპატიო მცხოვრებლები დაჯილდოვდნენ. მოსიარულე ორკესტრი, ცხელი გლინტვეინი, სანტა საჩუქრებით, ფოტოსესია ზღაპრულ გარემოში, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა საახალწლო ქოხებში – ამ ღონისძიებების ერთობლიობით ხარაგაულში სადღესასწაულო გარემო შეიქმნა.

საღამოს გალაკონცერტი და ფოიერვერკი დაასრულებს. საახალწლო ღონისძიება საქართველოს მუნიციპალიტეტებში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით იმართება.