საახალწლო დღეები რეგიონებში

საახალწლო ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს დილიდან მარნეულში. 14 საათიდან წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი პროგრამა: ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, ანიმატორების საბავშვო პროგრამა, ზღაპრის გმირების საზეიმო წარმოდგენა. და შეხვედრა თოვლის ბაბუასთან. საღამო ღამის შოუს ბენდის კონცერტით და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება.

ახალი წლის დღეებისთვის მზადება დილიდან აქტიურად მიმდინარეობს წალკაშიც. არისტოტელეს ქუჩაზე, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, 14 საათიდან მოეწყობა საშობაო ბაზრობა. გაიმართება ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და სადღესასწაულო მსვლელობა. პატარა სტუმრებისთვის მოეწყობა სხვადასხვა აქტივობა, ისინი ადგილზე შეძლებენ საახალწლო სათამაშოების დამზადებას ასევე, შეხვდებიან სანტას და მიიღებენ საახალწლო საჩუქრებს. 17 საათიდან გაიმართება კონცერტი რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად, ანსამბლი „შვიდკაცა“ და ბენდი „გუფი ლენდი“ მიიღებენ.