საახალწლო ღონისძიებები რეგიონებში

რეგიონებში სადღესასწაულო პროგრამაა წარმოდგენილი – ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში საახალწლო კონცერტები და ღონისძიებები ძველით ახალ წლამდე გაგრძელდება. მოწყობილია საშობაო სოფლები და საბავშვო გასართობი სივრცეები. იმართება საზეიმო კოსტიუმირებული მსვლელობებიც. ადგილობრივთა განწყობაზე თბილისიდან ჩასული მომღერლები და ადგილობრივი შემსრულებლები ზრუნავენ. საახალწლო  პროგრამა მრავალფეროვანია და ის გამოფენა-გაყიდვებს, შოუებსა და სხვადასხვა წარმოდგენას მოიცავს.