პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებს ლანჩხუთიც შეუერთდა. სამზადისი დილიდან დაიწყო. მოწყობილია საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ გლინტვეინი, ტკბილეული, დარიჩინის ორცხობილა და ცხელი შოკოლადი. ბავშვებს თოვლის ბაბუა მასპინძლობს და მათ საჩუქრების გადასცემს. მოეწყობა თოჯინების თეატრი, საბავშვო კონცერტი. საღამოს კი მაყურებლების წინაშე ქართული ესტრადის ვარსკვლავები წარდგებიან. საღამო ფოიერვერკით დასრულდება.