საახალწლო ღონისძიებები რეგიონებში

მუნიციპალიტეტებში მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიებები იმართება.

14:00 საათზე დაიწყო შოუ ხელვაჩაურის რაიონში, ნაძვის ხესთან მთელი დღის განმავლობაში მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები. საახალწლო ღონისძიებები იმართება ლაგოდეხშიც. საღამო ქართველი შემსრულებლების კონცერტებით დასრულდება.