საახალწლო დღეები საქართველოს რეგიონებში

ცაგერში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა წარმატებული ახალგაზრდები და სპორტსმენები დააჯილდოვეს. საღამო გალა კონცერტითა და საზეიმო ფოერვერკით დასრულდება.

საახალწლო განწყობაა დაბა ბაკურიანშიც, სადაც საშობაო ღონისძიება მიმდინარეობს. თოვლის ბაბუამ პატარები საჩუქრებით გაახარა, მოეწყო მოსიარულე ორკესტრის, კოსტიუმირებული და ზღაპრის გმირების მსვლელობა. საშობაო ბაზრობაზე კი ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტი გამოიფინა. ღონისძიება ცნობილი ქართველი შემსრულებლების გალა-კონცერტით დასრულდება.

მსმენელის წინაშე ნოდარიკო ხუციშვილი, ჯგუფი „შერეკილები“ და „ქილეიჯის“ წარდგებიან.