საახალწლო ღონისძიება სენაკის ბაზაზე

სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. ბაზის ტერიტორიაზე საახალწლო ნაძვის ხის საზეიმო ანთების ღონისძიება და გალაკონცერტი გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა და სენაკის მუნიციპალიტეტის მუსიკალური ცენტრის აღსაზრდელებმა იზრუნეს. ბავშვებისთვის საახალწლო სოფელიც მოეწყო, სადაც მათ სხვადასხვა გასართობ აქტივობაში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდათ.

სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა სამხედროების პირადი აღჭურვილობის გამოფენაც დაათვალიერეს და ბრიგადის სასადილოში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ჯარისკაცის ულუფა დააგემოვნეს.