„ახალი წლის დღეები საქართველოში“

საახალწლო ღონისძიება გაიმართა ხაშურში. ქალაქის ცენტრალურ პარკში, საშობაო ბაზრობაზე მსურველებს ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის შეძენა შეეძლოთ. ყველა ასაკის ადამიანზე გათვლილი გასართობი პროგრამა კი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. დღის ბოლოს ჩატარდა გალა კონცერტიც.

ახალი წელი ღონისძიებებით აღინიშნა ტყიბულშიც. სხვადასხვა ტიპის გასართობი აქტივობის გარდა, ადგილზე ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის შეძენაც შესაძლებელი იყო. საახალწლო ღონისძიებები ფეიერვერკითა და ჯგუფი „რეზო და ბავშვების“ კონცერტით დასრულდა.