საახალწლო სამზადისი სამტრედიაში

საახალწლო ღონისძიება გაიმართა სამტრედიაში.

ცენტრალურ მოედანზე, რამდენიმე ლოკაციაზე მოწყობილი იყო გასართობი სივრცეები და ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. მოეწყო ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, განთავსებული იყო საახალწლო სათამაშოების სახელოსნო. საღამო საზეიმო კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა.