ქართველმა სამხედროებმა ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს.
სააღდგომო ლიტურგია 43-ე ბატალიონის მოძღვარმა, მამა მიქაელმა და 22-ე ბატალიონის კაპელანმა მამა იოსებმა, წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში აღავლინეს.
საეკლესიო ღვთისმსახურებას ქართველი ჯარისკაცების გარდა ბაზაზე მყოფი მართლმადიდებლური აღმსარებლობის სამხედრო და სამოქალაქო პირებიც ესწრებოდნენ. სპეციალურად დღესასწაულისთვის სამხედრო მოსამსახურეებმა, კაპელანის დახმარებით კვერცხები წითლად შეღებეს.