ამ წუთებში, მთავარ პრკურატურაში, „რუსთავი ორის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი იკითხება. საგამოძიებო უწყებას კახა დამენიასთან შეკითხვები სავარაუდოდ, იმ ფინანსურ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით აქვს, რომელიც ბოლო ორი დღის განმავლობაში, „რუსთავი ორის“ ქვეკონტრაქტორი კომპანიებიდან, – „ინტერმედია“და „ინტერმედია პლუსიდან“ ამოიღეს. გამოძიების შეკითხვებს დამენია უკვე თითქმის ერთი საათია პასუხობს.