„რუსთავი ორის“ ყოფილი ფინანსური დირექტორის გამოკითხვა

ამ წუთებში, მთავარ პრკურატურაში, „რუსთავი ორის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი იკითხება. საგამოძიებო უწყებას კახა დამენიასთან შეკითხვები სავარაუდოდ, იმ ფინანსურ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით აქვს, რომელიც ბოლო ორი დღის განმავლობაში, „რუსთავი ორის“ ქვეკონტრაქტორი კომპანიებიდან, – „ინტერმედია“და „ინტერმედია პლუსიდან“ ამოიღეს. გამოძიების შეკითხვებს დამენია უკვე თითქმის ერთი საათია პასუხობს.