რუსთაველის გამზირზე წყლის ჭავლის მანქანები და სპეცრაზმელები გამოჩნდნენ
თბილისში, რუსთაველის გამზირზე წყლის ჭავლის მანქანები და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები გამოჩნდნენ. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე სიტუაცია დღის მეორე ნახევრიდან დაიძაბა. კონტრაქციის მონაწილეები ცდილობდნენ, შეეღწიათ ტერიტორიაზე პარლამენტის შენობის წინ, სადაც „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია – „ჩვენი თავისუფლებისთვის“ ამ დრომდე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, დღეს პოლიციამ კონტრაქციის ლიდერი გიორგი გაბედავა და მისი რამდენიმე თანამებრძოლი დააკავა.