რა ხდება რუსთაველის გამზირზე - ფოტოამბავი
რა ხდება რუსთაველის გამზირზე - ფოტოამბავი

რუსთაველის გამზირზე ვითარება დაძაბულია. პარლამენტის შენობასთან ცოტა ხნის წინ გამოჩნდნენ წყლის ჭავლის მანქანები.

ამასთან, იმ ადგილას, სადაც აქციები მიმდინარეობადა, შეიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი.

რუსთაველზე იმართება „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია და კონტრაქცია.

კონტრაქციის მონაწილეები ცდილობენ იმ ადგილამდე მისვლას, სადაც „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია იმართება.

პარალელურად, შინაგან საქმეთა მინისტრი „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციაზე მივიდა და მოლაპარაკებებს მართავს აქციის რამდენიმე ორგანიზატორთან.