აქცია პარლამენტთან - ღამის სამი საათისთვის სამართალდამცავებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია სრულად დაიკავეს

დაახლოებით ღამის სამი საათისთვის სამართალდამცავებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია სრულად დაიკავეს. მათ საკანონმდებლო ორგანოს წინ მყოფი მოქალაქეები ცრემლსადენი გაზის მეშვეობით დაშალეს და რუსთაველის გამზირზე განლაგდნენ. სამართალდამცველებმა დემონსტრანტებს რამდენჯერმე მოუწოდეს დაშლისკენ და აქციის მონაწილეთა მიმართ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენეს.