11 წელი შვიდი ნოემბრის მოვლენებიდან

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან  11 წელი გავიდა. მაშინდელმა ხელისუფლებამ ოპოზიციის საპროტესტო აქცია ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაარბია. იმავე საღამოს სპეციალური დანიშნულების რაზმი ტელეკომპანია “იმედის” შენობაში შეიჭრა, რასაც მაუწყებლობის გათიშვა მოჰყვა.

დაზიანდა ტელევიზიის აპარატურა. ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.

სასამართლო პროცესები  7 ნოემბრის დარბევის საქმესა და ტელეკომპანია ,,იმედში’’ შეჭრასთან დაკავშირებით, დღემდე გრძელდება.