გიორგი გახარია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის ორგანიზატორებს ხვდება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამ წუთებში „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის ორგანიზატორებს ხვდება. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
შეხვედრა საქართველოს პარლამენტის შენობაში მიმდინარეობს. შეხვედრაში მონაწილეობენ კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენელი ბექა წიქარიშვილი.
ცოტა ხნის წინ გიორგი გახარიამ მზადყოფნა გამოთქვა, აქციის ორგანიზატორებთან მისულიყო და პარასკევს ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ არსებულ კითხვებზე პასუხი გაეცა.