ტელეკომპანია „იმედის“ საქმე

სასამართლოში ჟურნალისტები, – თეა სიჭინავა და ჯონი კალანდაძე, – ტელეკომპანია „იმედის“ საქმეზე დაიკითხნენ.

მათ 2007 წლის მოვლენები და ტელეკომპანიაში სპეცდანიშნულების რაზმის შეჭრა გაიხსენეს. ჟურნალისტებმა მოსამართლეს განუცხადეს, რომ 11 წლის წინ მორალურად დაშავდნენ. ისინი ტელეკომპანიის შენობაში სპეცრაზმის შეჭრის დროს იყვნენ.

სასამართლო სოდ-ის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას ბრალდების საქმეს განიხილავს – თეონა ხუბულავა დეტალებით.