რუსეთის მუნდიალის პრობლემები

სწორედ სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო რუსეთში დაგეგმილი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი მსოფლიო ლიდერთა ნაწილის გარეშე ჩაივლის.

ექვსი ქვეყანის მთავრობა მზადაა, პროტესტის ნიშნად ჩემპიონატს არ დაესწროს. ამიტომ რუსეთის მუნდიალს უკვე ღიად ადარებენ ბერლინში 82 წლის წინ გამართულ ოლიმპიადას.

დაანონსებული ბოიკოტის ფონზე ცნობილი ხდება, რომ რუსეთის ხელისუფლება მსოფლიო ჩემპიონატისთვის სტადიონების მშენებლობას აგვიანებს. ჩნდება კითხვა-არის თუ არა რუსეთი მუნდილის მასპინძლობისთვის მზად.