ლუგარის ლაბორატორია და რუსული პროპაგანდა  

მოსკოვი საქართველოში მოქმედ ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაციის გავრცელებას განაგრძობს.

BBC-ის ჟურნალისტი დაინტერესდა, რა არგუმენტებზე დაყრდნობით ამტკიცებს რუსეთის ხელისუფლება, რომ თბილისში გახსნილ კვლევით ცენტრს ადამიანებზე ცდებისთვის და ბიოლოგიური იარაღის დასამზადებლად იყენებენ.

ოფიციალური თბილისის და ვაშინგტონის არაერთი განცხადების მიუხედავად, ლავროვის უწყების წარმომადგენლის რიტორიკა და პასუხი ამჯერადაც ცილისმწამებლური იყო. ბრალდებების აბსურდულობაში დასარწმუნებლად ქართულმა მხარემ რუსი ექსპერტები ლუგარის ცენტრში პირადად მოიწვია. თუმცა მოსკოვმა ხვალ დაგეგმილ მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვა.