ბუტა რობაქიძეს საქმეზე ბრალდებულები ერთმანეთს ისევ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.
კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის განცახდებებს დღეს გურამ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხეს. დონაძე ამბობს, რომ ზაზა ბაქრაძე შემთხვევის ადგილზე, პროკურატურის მტკიცებულებებით გასროლიდან არა 50, არამედ 5 წუთში მივიდა. ტყუილში ადანაშაულებს ზაზა ბაქრაძეს ამავე საქმეზე ბრალდებული ზურაბ მიქაძეც. მისი განცხადებით, გუშინ დაკითხულმა ექსპერტებმაც დაადასტურეს, რომ გასროლა, რობაქიძის გარდაცვალება და იარაღის გადაღება უწყვეტი კადრია.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ზაზა ბაქრაძემ განცხადა, რომ 2004 წლის 23 ნომებერს იარაღი ახალგაზრდებს სამართალდამცველებმა ჩაუდეს.