ბუტა რობაქიძის საქმე

გახმაურებული საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის ჩვენება. სასამართლომ დღეს იმ ყოფილ პატრულ-ინსპექტორს მოუსმინა, რომელმაც 2004 წელს დიდუბეში ბუტა რობაქიძე მეგობრებთან ერთად გააჩერა.

პროკურატურის მოწმე პირველადი შემოწმების დროს ავტომობილში იარაღის არსებობას უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ წლების წინ ცრუ ჩვენების მიცემა მოსთხოვეს. დღეს მან იმ ყოფილი მაღალჩინოსნის ვინაობაც დაასახელა, ვისგანაც ადგილზე არსებული ვითარების განსხვავებულად აღწერის დავალება მიიღო. კითხვები დაისვა ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის როლზეც – სწორედ მათი ბრალდების ეპიზოდზე მიმდინარეობს ახლა სასამართლო განხილვები.

რეზონანსულ საქმეზე პასუხისგებაში უკვე არაერთი ყოფილი ძალოვანია მიცემული.