ბუტა რობაქიძის საქმე

16 წლის წინ მოკლული ბუტა რობაქიძის მამა ირაკლი ოქრუაშვილის და ზურაბ ადეიშვილის დასჯას ითხოვს.

სოსო რობაქიძე დღეს საქალაქო სასამართლოში დაკითხეს, სადაც ორი ყოფილი მაღალჩინოსნის საქმის განხილვა განახლდა. პროკურატურა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს და ექს-გენერალურ პროკურორს რობაქიძის საქმეზე მტკიცებულებების გაყალბებას ედავება. ჩვენებაში მოკლულის მამამ პირდაპირ დაასახელა იმ გამომძიებლის და პროკურორის გვარები, რომლებიც მისი მტკიცებით, მაშინდელი მაღალჩინოსნების ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდნენ და ამას სოსო რობაქიძესთან პირად საუბრებში არც მალავდნენ. მოწმეთა ჩვენებები, შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიდეო-მასალა და სატელეფონო ზარების ამონაწერი ის მთავარი მტკიცებულებებია, რომლებზე დაყრდნობით პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში ოქრუაშვილი-ადეიშვილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება.