ია მეტრეველისა და გულიკო გამცემლიძის განცხადება

მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ აქციას ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი და გიორგი გამცემლიძის დედა, გულიკო გამცემლიძე ეხმაურებიან. მათი განცხადებით, ქვეყანაში უნდა დასრულდეს „ნაციონალური მოძრაობა“ და უნდა დაისაჯოს მიხეილ სააკაშვილი.

ია მეტრეველის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მიდის ყველანაირ პროვოკაციაზე და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, დღევანდელ აქციას ბევრი ადამიანი შეუერთდეს. მისი თქმით, ხალხი ყველა კითხვას პასუხს 30 ოქტომბერს გასცემს.