ბუტა რობაქიძის საქმე

ბუტა რობაქიძის საქმეზე პატრულ-ინსპექტორი დაიკითხა. საუბარია შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის ბრალდების ეპიზოდებზე. მოწმემ 2004 წლის მოვლენები გაიხსენა. მისი ინფორმაციით, ავტომანქანის დათვალიერებისას იქ იარაღი არ იყო. ამ საქმეზე გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.