ბუტა რობაქიძის საქმე

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი დღეს განახლდა. სასამართლოს ჩვენება მისცა ბუტა რობაქიძის მამამ, რომელიც ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მტკიცებულებების ფალსიფიცირებაში ადანაშაულებს.

აღნიშნულ საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს პროკურატურამ 2019 წლის 19 ნოემბერს წაუყენა ბრალი. გამოძიება მათ ბუტა რობაქიძისა და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.