ბუტა რობაქიძის საქმე

ბუტა რობაქიძის საქმე და ძებნილ ზურაბ ადეიშვილისა და ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდების ეპიზოდი. დღევანდელ სხდომაზე ერთი მოწმე დაიკითხა, რომელმაც საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერებზე ჩაატარა ექსპერტიზა. მან მასალის მონტაჟზე ისაუბრა.

საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილსა და ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ 2019 წლის 19 ნოემბერს წაუყენა ბრალი. გამოძიება მათ ბუტა რობაქიძისა და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.