პრეზიდენტის სასახლესთან აქცია დაიგეგმა

მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილი და გიორგი გამცემლიძის მამა 28 დეკემბერს პრეზიდენტის სასახლესთან აქციას აანონსებენ. მათი მთავარი მოთხოვნაა სალომე ზურაბიშვილმა არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. როგორც ისინი ამბობენ, პროტესტის მიზანია, საზოგადოებას შეახსენონ ყოფილი პრეზიდენტის დანაშაულებები.