რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დღე

1937 წლის რეპრესიებიდან 85 წელი გავიდა. საბჭოთა მმართველობას უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის მრავლად იყვენენ მწერლები და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები. რეჟიმი განურჩევლად დევნიდა ყველას, ვინც სისტემის მიმართ პროტესტს ფარულად, თუ ღიად გამოხატავდა. ურო მეტიც, მძიმე მმართველობის მოწინააღმდეგეები ხალხის მტრებად გამოაცხადეს. რეჟიმის მსხვერპლ პირებს 85 წლის შემდეგ ხვალ ინგოროყვას 22 ნომერში „ჩეკას“ ყოფილ შენობაში, კიდევ ერთხელ გაიხსენებენ და მათ ხსოვნას პატივს მიაგებენ.