რელიგიური უმცირესობების დაცვის სამთავრობო გეგმის შესრულების მონიტორინგის ანგარიში წარადგინა “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა”. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, არადომინანტი რელიგიური ჯგუფები პრაქტიკაში ხშირად აწყდებიან დისკრიმინაციას.
რელიგიის თავისუფლების მხრივ არსებულ გამოწვევებს კი სისტემური ხასიათი აქვს, რაც სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი არასეკულარული და დისკრიმინაციული პოლიტიკის შედეგია.
ანგარიშში უარყოფითად ფასდება რელიგიის სახელმწიფო სააგენტოსა და განათლების სამინისტროს საქმიანობა, ხოლო პოზიტიური ტენდენცია ფიქსირდება ძალოვანი უწყებების საქმიანობის მიმართ.