მოსამზადებელი სხდომა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ეროვნული მუზეუმის ყოფილი მმართველის, ეკატერინე კიკნაძის საქმეზე მოსამზადებელი სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მოსარჩელე მხარის მოწმეები დაიკითხებიან. მოსარჩელე მხარე დისკრიმინაციის დადასტურებას, განაცდურის ანაზღაურებასა და სამსახურში აღდგენას ითხოვს. ეკატერინე კიკნაძის განცხადებით, ის უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს.