შეხვედრა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრას მართავენ. შეხვედრის მთავარი თემა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და მედიის თავისუფლების კუთხით არსებული გამოწვევებია. კონკრეტულად, საუბარი შეეხება სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების საკითხს. როგორც „ისფედის“ დირექტორი აცხადებს, პოლიტიკური ნიშნით კადრების გათავისუფლება მთავარ გამოწვევად რჩება. მისი თქმით, კულტურის სამინისტროს მიერ პოლიტიკური ნიშნით 100-ზე მეტი თანამშრომელი გათავისუფლდა.