ახალი კვლევის პრეზენტაცია

ლგბტქი თემის მიმართ არსებული საზოგადოებრივი დამოკიდებულებისა და მათი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ახალი კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. კვლევის მიხედვით, საქართველოში ლგბტქი ადამიანების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებები მცირდება, თუმცა მათი უფლებების დაცვა რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად. როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველოში ლგბტქი საზოგადოება ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ნაწილს წარმოადგენს. ისინი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში განიცდიან დისკრიმინაციასა და ძალადობას.