პირველი ნოემბრიდან ბუნებრივ აირზე მომუშავე წყლისა და ჰაერის გამათბობლების შემოწმება სავალდებულო ხდება. ცვლილებები ადმინისტრაციულ კოდექსში შედის. გაზგამანაწილებელი კომპანიები ვალდებული იქნებიან, დეტალურად შეამოწმონ ყველა აბონენტის მდგომარეობა.
დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოწყობილობა ჩაიჭრება. გაზგამანაწილებელი კომპანიების თანამშრომლები შეძლებენ აბონენტის უარის შემთხვევაში ბინაში შესასვლელად გამოიძახონ პოლიცია. ნორმატივების დარღვევებით გაზაპარატურის უნებართვო დაერთება ქსელზე გამოიწვევს აბონენტისთვის გაზმომარაგების სრულ შეწყვეტას.
ცვლილებების მიხედვით, ფულადი სანქციები 2021 წლიდან ამოქმედდება. ეკონომიკის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შემდეგ ჯარიმების ამოქმედების ვადა შეიძლება გადაიხედოს.