რა შედეგით დასრულდა შს მინისტრის და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრების შეხვედრა

შინაგან საქმეთა მინისტრისა და აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის” ორგანიზატორების შეხვედრა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებით დასრულდა.

უწყებაში საინიციატივო ჯგუფის მონაწილეობით ორი სამუშაო ჯგუფი შეიქნება. ერთი ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე იმუშავებს, მეორე კი, სპეცოპერაციის ღამეს სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე იმსჯელებს.