სპეცოპერაცია გორში

უკვე ორი საათია სპეცოპერაცია მიმდინარეობს გორშიც. ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ამ დროისათვის ერთი პირია დაკავებული. ის იმ დროს აიყვანეს, როდესაც ავტომობილით გადაადგილდებოდა. ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. გორში საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე ტარდება. დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო, სავარაუდოდ, მოგვიანებით გაავრცელებს.