გიორგი გახარია - ბოლო ორ კვირაში, ნარკოტიკული ინტოქსიკაციით საავადმყოფოებში მოქალაქეების გადაყვანის 48 ფაქტი დაფიქსირდა, რის გამოც შსს იძულებული იყო, განეხორციელებინა ეს ნაბიჯები
გიორგი გახარია - ბოლო ორ კვირაში, ნარკოტიკული ინტოქსიკაციით საავადმყოფოებში მოქალაქეების გადაყვანის 48 ფაქტი დაფიქსირდა, რის გამოც შსს იძულებული იყო, განეხორციელებინა ეს ნაბიჯები

ბოლო 14 დღის განმავლობაში, ღამის კლუბების ტერიტორიიდან საავადმყოფოებში ნარკოტიკული ინტოქსიკაციით მოქალაქეების გადაყვანის 48 ფაქტი დაფიქსირდა, რის გამოც შსს იძულებული იყო, განეხორციელებინა ეს ნაბიჯები, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს სპეციალური საშუალებებით დადასტურებული ექვსი შემთხვევა სხვადასხვა კლუბში.

„დღეის მდგომარეობით, შსს-ს აქვს 20 გადაღებული შემთხვევა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის. შსს სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში ღამის კლუბების არეალიდან 112-ის გამოძახება და შემდგომ საავადმყოფოებში გადაყვანა ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გაიზარდა და მათი რაოდენობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში იყო 48. სწორედ ამიტომ შსს იძულებული იყო, განეხორციელებინა ეს ნაბიჯები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.