გიორგი გახარია - შს სამინისტროს ყველა თანამშრომელს, რომელიც 12 მაისს კლუბებში იყო შესული, სამხრე კამერა ჰქონდა
გიორგი გახარია - შს სამინისტროს ყველა თანამშრომელს, რომელიც 12 მაისს კლუბებში იყო შესული, სამხრე კამერა ჰქონდა

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, შს სამინისტროს ყველა თანამშრომელი, რომელიც 12 მაისს კლუბებში იყო შესული, აღჭურვილი იყო სამხრე კამერით.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, არც ერთი დადასტურებული ფაქტი, პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების, არ არსებობს.

„შსს-ს აქვს ძალიან მარტივი პასუხი, ყველა თანამშრომელი შინაგან საქმეთა სამინისტროსი, რომელიც იყო შესული კლუბში, იყო აღჭურვილი სამხრე კამერით. არც ერთი დადასტურებული ფაქტი, უფლებამოსილების გადამეტების, არ არსებობს. ვერ დადასტურდება, განსაკუთებით კლუბის შიგნით. ამაში კოლეგებიც დაგვეთანხმნენ. მათ ძირითადი შეკითხვები ჰქონდათ კლუბის გარეთ, ქუჩაში მომხდარზე. ჩვენ ვიპოვით ყველა ადამიანს, თითოეულს, მათი რაოდენობა იყო დაახლოებით 70, რომელიც ამ დროს იმყოფებოდა კლუბში და იქ არ დასტურდება ასეთი ფაქტები“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.