თითქმის 6 საათი გაგრძელდა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი სხდომა.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ წარდგენილი მთავარი საკითხი იყო.
ადგილზე იმყოფებოდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის წარმომადგენლებიც, რომლებიც პროცესში უფლებადამცველების ჩართვას ითხოვდნენ.