ერგნეთში IPRM-ის მორიგი შეხვედრა 7 ივნისს გაიმართება

ერგნეთში ხვალ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგი შეხვედრა გაიმართება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ქართული მხარე შეხვედრაზე ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხს კიდევ ერთხელ დააყენებს. მინისტრის თქმით, ეს ექსპერტიზის საბოლოო პასუხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ქეთევან ციხელაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ტატუნაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, რაც ექსპერტიზამ დაადასტურა.

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით სიმართლე დადგინდეს.