რა პირობებში ცხოვრობს წალკის მოსახლეობა - რეპორტაჟი „ახალ კვირაში“ 21:00 საათზე
დანგრეული სახლები, განადგურებული ინფრასტრუქტურა, გაზით მომარაგების პრობლემები, დაზიანებული გზები და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირე – ეს ყველაფერი გადაცემა „ახალი კვირის“ გადამღებ ჯგუფს წალკის რაიონში ჩასვლისას დახვდა.
ეთნიკურად მრავალფეროვან რაიონში ადგილობრივები ყურადღებას სოციალურ პრობლემებზე ამახვილებენ. მათი მთავარი სადარდებელი, სახნავ-სათესი მიწები, საძოვრები, სოფლების გაზმომარაგება და საქონლის ქურდობაა.
„ახალი კვირა“ წალკის მერითაც დაინტერესდა და გაარკვია, რომ მეორედ არჩეული მერის საქმიანობასა და აღებულ პრემია-დანამატებზე უამრავი კითხვა ჩნდება.
ნახეთ, ზუსტად ცხრა საათზე, რა პირობებში ცხოვრობს წალკის მოსახლეობა და რამდენჯერ აიღო მერმა პრემია, მაშინ, როდესაც რამდენიმე სოფელში დღემდე ბუნებრივი აირი არ აქვთ.